წინასწარი შეკვეთები
გაყიდე მეტი წინასწარი შეკვეთებით
უზრუნველყავი პროდუქტების პოპულარიზაცია მაშინაც კი, როცა ისინი მარაგში არ არის, შეაფასე ახალი ერთეულების მიმართ ინტერესი და გაზარდე მომხმარებელთა მოლოდინი შენს მაღაზიაში წინასწარი შეკვეთების დამატებით.
არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? დაიწყე უფასოდ, შემდეგ კი მიიღე პირველი 3 თვე მხოლოდ $1-ად თვეში.

წინასწარი შეკვეთების შეთავაზების უამრავი მიზეზი

გაყიდვების გაზრდა
უზრუნველყავი მეტი გაყიდვა, როცა მომხმარებლებს აძლევ საშუალებას, დაჯავშნონ ის პროდუქტები, რომლებიც მარაგში არ არის. შეგიძლია მყიდველებს შესთავაზო ახლავე გადახდა, დეპოზიტის შეტანა ან მოგვიანებით გადახდა.
მოთხოვნის პროგნოზირება
ნუ დაეყრდნობი ვარაუდებს. მიეცი შენს მომხმარებლებს საშუალება, თავად გითხრან, არიან თუ არა მზად დიდი პოტენციალის მქონე ახალი პროდუქტის საყიდლად.
მოლოდინის შექმნა
მოიპოვე ლოიალობა მომხმარებლებისთვის საინტერესო ახალ ერთეულებზე ექსკლუზიური წინასწარი შეკვეთის წვდომის მინიჭებით, რაც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარება.
სცადე ჩვენ მიერ რეკომენდებული ერთ-ერთი აპი
ჩამოტვირთე წინასწარი შეკვეთის აპი, რომელიც იდეალურია შენი ბიზნესისთვის. დაყენება მარტივია — დააწყვილე ის შენს მაღაზიასთან, დაამატე წინასწარი შეკვეთის ვარიანტი და დაიწყე მეტის გაყიდვა.
PreProduct
მოიცავს მომხმარებლის პორტალს, რედაქტირებად ელფოსტებს, წინასწარი შეკვეთის დეპოზიტებსა და თემის მოქნილ მორგებას.
„PreProduct აპმა იდეალურად იმუშავა ჩემი ახალი პროდუქტის გასაშვებად, აჟიოტაჟის შესაქმნელად, დეპოზიტების მისაღებად და დარჩენილი გადახდების მარტივად მოსათხოვად. მოუთმენლად ველი ჩემი მეორე პროდუქტის გაშვებას წინასწარი შეკვეთით!“
Pre-Order Manager
მოიცავს მალე გამოსასვლელ პროდუქტებს, შეტყობინების ფორმას, წინასწარი შეკვეთის დეპოზიტებსა და თემის მოქნილ მორგებას.
„ძალიან მომწონს ეს აპი. მისი დახმარებით მოვიზიდე თითქმის 100 დამატებითი მომხმარებელი, რომლებსაც სხვა შემთხვევაში დავკარგავდი პროდუქტის მარაგის ამოწურვის გამო!“
Purple Dot
მოიცავს მომხმარებელთა ავტომატურ განახლებებს, მომხმარებლის პორტალს და წინასწარი შეკვეთების მარტივ მართვასა და დაყენებას.
„მომხმარებლებისთვის შევსებად მარაგზე წინასწარი შეკვეთის უფლების მიცემით, ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევქმნათ უკეთესი გამოცდილება მომხმარებლებისთვის, თავად კი მივიღოთ მეტი გაყიდვების შანსი უფრო მოკლე დროში. ჩვენ ვყიდით შევსებული მარაგის 15%-ს ან მეტს მანამ, სანამ ის საწყობამდე მიაღწევს.“
გაყიდვის უთვალავი გზა
ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ შენი პროდუქტების გაყიდვისა და ბიზნესის ზრდის ახალი გზების შესაქმნელად. Subscriptions-ით გაყიდვიდან დაწყებული შეძენამდე მოსინჯვით დამთავრებული, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა შენმა მომხმარებლებმა დააწკაპუნონ ღილაკზე „ყიდვა“.

რესურსები წინასწარი შეკვეთების დასაწყებად

ბლოგი
წაიკითხე წინასწარი შეკვეთების შესახებ ჩვენს ბლოგზე.

დახმარების ცენტრი
აღმოაჩინე საუკეთესო პრაქტიკა და რჩევები წინასწარი შეკვეთების გამოსაყენებლად.

მხარდაჭერა
გაქვს შეკითხვა წინასწარი შეკვეთის შესახებ? ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად.
დაიწყე მეტის გაყიდვა დღესვე
საუკეთესო დროა, მისცე შენს მომხმარებლებს პროდუქტების წინასწარი შეკვეთის საშუალება და გაზარდო შენი ბიზნესი.
არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? დაიწყე უფასოდ, შემდეგ კი მიიღე პირველი 3 თვე მხოლოდ $1-ად თვეში.
