უფასო ხელსაწყოები
გაიმარტივე მიწოდება ჩვენი BOL-ის შაბლონის დახმარებით
შეუფერხებელი საერთაშორისო ვაჭრობა
გასეცი უნაკლო სატრანსპორტო ზედნადები ყოველ ჯერზე, რათა საერთაშორისო გზავნილებისა და მფლობელობის უფლების გადაცემის პროცესმა შეუფერხებლად ჩაიაროს. მკაფიო და ზუსტი დოკუმენტები განბაჟების პროცესებს აჩქარებს და ამარტივებს, რაც საბაჟოს თანამშრომლებისა და მომხმარებლების კმაყოფილებას უზრუნველყოფს.
სატრანსპორტო ზედნადების ეს უფასო შაბლონი ქმნის სტანდარტებთან შესაბამის, დასაბეჭდ და ელექტრონულ BoL ფორმებს, რომელთა გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გზავნილების მიწოდების გასამარტივებლად შეგიძლია.
ხშირად დასმული კითხვები
სატრანსპორტო ზედნადები არის ტვირთის თანმხლები დოკუმენტი, რომელშიც ასახულია შეთანხმება გამგზავნსა და გადამზიდავს შორის და რომელიც არეგულირებს მათ ურთიერთობას საქონლის ტრანსპორტირებისას. ის დეტალურად აღწერს გზავნილში არსებულ ტვირთს და ანიჭებს ამ გზავნილის მფლობელობის უფლებას დოკუმენტში მითითებულ მიმღებ მხარეს. ეს მხარე, როგორც წესი, არის ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი.
გზავნილის თანმხლებ სატრანსპორტო ზედნადებს ხელს აწერს გადამზიდავი, ტვირთის მიღებისას. ხელმოწერა ადასტურებს, რომ გზავნილი გადამზიდავთანაა, იქნება ეს სატვირთო მანქანა, მატარებელი, თვითმფრინავი თუ გემი. როდესაც მას ხელს აწერს მიმღები (ხშირად მოიხსენიება, როგორც „კონსიგნატორი“), ეს ადასტურებს, რომ საქონელი მიღებულია სატრანსპორტო ზედნადებში აღწერილი სახით. ის ასევე მიწოდების დასტურს წარმოადგენს.
Shopify-ს სატრანსპორტო ზედნადების უფასო ფორმის გამოყენება მარტივი და სწრაფია, დასაწყებად:
- გადადი სატრანსპორტო ზედნადების ხელსაწყოზე
- შეიყვანე შენი ინფორმაცია ონლაინ ფორმაში
- დააჭირე ღილაკს „გაგზავნა“
- დაელოდე, სანამ შენს ელფოსტაზე მიიღებ სატრანსპორტო ზედნადებს Shopify-სგან
- დააჭირე ბმულს „მიიღე შენი სატრანსპორტო ზედნადები ახლავე“
- დააჭირე ღილაკს „PDF-ის ჩამოტვირთვა“
Shopify-ს სატრანსპორტო ზედნადების ხელსაწყოს გამოყენება უფასოა ნებისმიერი ბიზნესისა და მეწარმისთვის.
სატრანსპორტო ზედნადები მზადდება ნებისმიერ დროს, როდესაც საქონლის ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით მიწოდება ხდება. ძირითადად, არსებობს ორი სახის სატრანსპორტო ზედნადები:
- სახელობითი ზედნადები – გამოიყენება, როცა გზავნილის ღირებულება წინასწარაა გადახდილი და გადამზიდავი ტვირთს აწვდის მყიდველს ან სხვა შესაბამის მხარეს.
- საორდერო ზედნადები – გამოიყენება, როცა საქონლის მიწოდება ღირებულების გადახდამდე ხდება. ის ზედნადებში გამოიხატება როგორც „ვისი ორდერითაც ხდება“, რომელსაც ხშირად მიმღების სახელი მოსდევს. საორდერო ზედნადები განიხილება, როგორც „გადაცემადი ინსტრუმენტი“, რაც ნიშნავს, რომ ის ფულის შემცვლელის ან გადახდის დაპირების ფუნქციას ასრულებს. საორდერო სატრანსპორტო ზედნადები შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ საქონლის მიწოდება ღია ანგარიშით ან აკრედიტივით ხდება.
დიახ, შეგიძლია! უბრალოდ ჩამოტვირთე PDF-ი და დაბეჭდე სატრანსპორტო ზედნადები.