B2B საწარმოებისთვის

გარდაქმენი შენი საბითუმო კომერცია, გაახარე შენი მომხმარებლები

შექმენი B2B შეძენის გამოცდილება მორგებად პლატფორმაზე, რომელსაც აქვს საუკეთესო კონვერსიის მქონე შეკვეთის გაფორმების სისტემა.
სამი სურათისგან შემდგარი ბადე, რომელზეც ნაჩვენებია თანამედროვე სკამი, საწყობი და ელ. კომერციის მარტივი შეძენის გამოცდილება
  • bareMinerals
  • Sodastream
  • Dusk
  • Carrier
  • YETI
  • Grenade

შექმენი მყიდველის მორგებული გამოცდილება

თითოეულ მომხმარებელზე მორგებული საბითუმო ვაჭრობა სპეციალური კატალოგებით, პერსონალიზებული ვიტრინებით, გადახდის მოქნილი პირობებითა და მორგებადი თვითმომსახურების პორტალით.

გააერთიანე ყველა ტექნოლოგია

Shopify ინტეგრირდება შენს ERP-ებთან და არსებულ ტექნოლოგიურ სტეკთან, რაც გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა შენი საკუთარი მორგებული გადაწყვეტილებები.

დაზოგე დრო, შეამცირე ხარჯები

ძლიერი პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას, მართო B2B და B2C ბიზნესი ერთი ადმინ პანელიდან და ერთი მაღაზიიდანაც კი, გაცილებით ნაკლები დანახარჯებით.

B2B გაყიდვები

მყიდველის გამორჩეული მოგზაურობა

შექმენი საუკეთესო საბითუმო ვაჭრობის გამოცდილება მძლავრი B2B ფუნქციებით, რომლებიც პირდაპირ Shopify-ის ბირთვშია ჩაშენებული.
დააკმაყოფილე თითოეული მომხმარებლის საჭიროებები
დაამატე კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ რამდენიმე მყიდველი და აქვთ სხვადასხვა ლოკაცია, და მარტივად მართე შესყიდვის ნებართვები. შესთავაზე მათ სრულყოფილი გამოცდილება მორგებული ფასებით, პროდუქტების გამოქვეყნებით, რაოდენობის წესებითა და გადახდის პირობებით.
შექმენი ვიტრინის მძლავრი გამოცდილება
მოარგე კონტენტი თითოეულ B2B და B2C მყიდველს მზა თემებით, Liquid-ზე დაფუძნებული მოქნილი ცვლილებებით ან headless ვიტრინებით. გქონდეს სრული კონტროლი ჩვენი API-ების გამოყენებით — არჩევანი შენზეა.
გაახარე მომხმარებლები თვითმომსახურებითი შესყიდვებით
მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად განათავსონ შეკვეთები და მართონ საკუთარი ანგარიშები ინტუიციური, მორგებადი პორტალის გამოყენებით, რაც ზრდის გაყიდვებსა და მოგების მარჟას.
გააძლიერე გაყიდვების წარმომადგენლები
მიეცი შენს გაყიდვების გუნდს შესაძლებლობა, დაეხმარონ მათზე მიმაგრებულ მომხმარებლებს, მიიღონ შეკვეთები და გაზარდონ შემოსავალი პერსონალის უნიკალური ნებართვების დახმარებით.

საბითუმო ოპერაციები

სრული კონტროლი შენს ტექნოლოგიურ სტეკზე

მოახდინე შენი არსებული კომერციის ტექნოლოგიური სტეკის ინტეგრირება Shopify-ის პლატფორმასთან ისე, როგორც შენ გჭირდება.

უპრობლემო ინტეგრაციები

დააკავშირე შენი CMS, OMS, ERP და სხვ. შენი კონტენტის, შეკვეთებისა და მარაგის სინქრონიზებისთვის ისეთი წამყვანი პარტნიორების საიმედო ინტეგრაციების დახმარებით, როგორებიცაა Acumatica, Microsoft Dynamics 365, Celigo და სხვა.

მძლავრი ფუნქციები შენს ხელთაა

გამოიყენე B2B-სთვის გარდაქმნილი B2C ფუნქციები, მათ შორის პროდუქტების ნაკრებები და აქციები, სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია და კომერციის სფეროში აპლიკაციების ყველაზე დიდი ეკოსისტემა.

უსაზღვრო მორგება და მოქნილობა

გასცდი headless ვიტრინების ფარგლებს შეკვეთის გაფორმების სრულად გაფართოებადი სისტემითა და კლიენტის ანგარიშის პორტალით, რომლებსაც ემატება მორგებული მონაცემები მეტაველებით და ბიზნესის მორგებული ლოგიკა Shopify Functions-ის გამოყენებით.
Shopify-ის ჩანთის ლოგოს ხატულა უკავშირდება სხვადასხვა Logic აპლიკაციას ტექნოლოგიურ სტეკში, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ERP პროგრამულ ეკოსისტემასთან

სისწრაფე და ეფექტურობა

B2B კომერცია, შექმნილი სისწრაფისთვის

ბიზნესი სწრაფად ვითარდება — არ მისცე მოძველებულ ტექნოლოგიებს შენი შეფერხების საშუალება. Shopify გაძლევს მეტი და უფრო სწრაფი მიწოდების შესაძლებლობას იმ კომერციის პლატფორმით, რომელიც სისწრაფისა და ინოვაციებისთვისაა შექმნილი.

გაშვების ყველაზე მოკლე დრო

მიიღე შეკვეთები ნულიდან რამდენიმე კვირაში და არა თვეში, ჩვენი გლობალურად მასშტაბირებადი და მოქნილი პლატფორმის დახმარებით, რომელიც სწრაფი ინოვაციებისთვისაა განკუთვნილი.

დეველოპერებისთვის საყვარელი

განსაცვიფრებელი API შესაძლებლობების, მძლავრი CLI-ისა და შექმნა-გაშვების აპლიკაციის მოდელის წყალობით, Shopify დეველოპერების საუკეთესო არჩევანია.

B2B და B2C, ერთ სივრცეში

მართე შენი B2B და B2C ერთი პლატფორმიდან, რათა გააუმჯობესო ბრენდის თანმიმდევრულობა, გაამარტივო ბიზნესოპერაციები და შეამცირო ტექნოლოგიური დავალიანება.

B2B ფუნქციები

კორპორაციული საბითუმო ფუნქციები, რომლებიც პირდაპირ Shopify-ის ბირთვშია ჩაშენებული

მორგებული შეძენის გამოცდილება

მოარგე ვიტრინა და შეკვეთის გაფორმება თითოეულ მომხმარებელს.

კომპანიის პროფილები

დაამატე რამდენიმე მყიდველი და ლოკაცია ნებართვების უნიკალური დონეებით, გადახდის პირობებით, გადასახადისგან გათავისუფლებითა და გადახდის მეთოდებით.

მომხმარებელზე მორგებული კატალოგები

ახალი

შესთავაზე სპეციალური შეძენის გამოცდილება კონკრეტულ მყიდველზე ან ლოკაციაზე მინიჭებული პროდუქტების კატალოგებით.

რაოდენობის წესები

შექმენი მომხმარებელზე მორგებული პირობითი წესები პროდუქტებისა და ვარიანტებისთვის, მათ შორის მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა, ყუთების შეკვრები და ნამატები.

მოცულობაზე დაფუძნებული ფასდადება

მარტივად დანერგე რაოდენობრივი ფასის კლება, რათა შენმა B2B მომხმარებლებმა მეტი რაოდენობის პროდუქტი შეიძინონ.

მაღაზიის პერსონალიზაცია

ახალი

გააუმჯობესე B2B მომხმარებლების გამოცდილება შესაბამისი აუდიტორიისთვის საჭირო კონტენტის ერთ მაღაზიაში ჩვენებით.

Headless ვიტრინები

ახალი

მოიპოვე სრული კონტროლი მყიდველის გამოცდილებაზე Shopify API-ების, დეველოპერის ინსტრუმენტებისა და შენი ტექნოლოგიური სტეკის გამოყენებით.

მორგებული B2B გადაწყვეტილებები

შექმენი შენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილება B2B API-ებისა და თავსებადი აპლიკაციების ნაკრებით.

ოპტიმიზებული სამუშაო პროცესები

გაათანამედროვე შენი ოპერაციები მძლავრი ავტომატიზაციის ინსტრუმენტებით, რათა გაამარტივო პროცესები შენს ყველა ბრენდსა და საიტზე.

სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია

ახალი

Shopify Flow, ჩვენს საკუთრებაში არსებული ავტომატიზაციის ინსტრუმენტი, ახლა მეტს აკეთებს B2B-სთვის კომპანიებისა და კომპანიის ლოკაციების მხარდაჭერით. მისი დახმარებით შეგიძლია მიანიჭო პირობები, გააგზავნო ინვოისები და სხვა.

კომპანიის ანგარიშის მოთხოვნები

ახალი

Shopify Forms-ის გამოყენებით, დაამატე ანგარიშის მოთხოვნის ფორმა შენს მაღაზიაში. მყიდველის ინფორმაცია ავტომატურად ინახება, როგორც კომპანია, რათა მათ შეძლონ საბითუმო შესყიდვა შენი თანხმობისთანავე.

გაყიდვების წარმომადგენლის ნებართვები

ახალი

დაამატე გაყიდვების წარმომადგენლები პერსონალის სახით ადმინ პანელში იმ ნებართვებით, რომლებიც სჭირდებათ მათზე მიმაგრებულ მომხმარებლებთან წვდომისთვის და შეკვეთების მათი სახელით განსათავსებლად.

გადახდა მონახაზად

გაამარტივე სამუშაო პროცესები და შეთავაზებები ონლაინ მაღაზიაში გადასახედად გაგზავნისა და შესრულებამდე დადასტურების შესაძლებლობით.

B2B-სთვის ოპტიმიზებული თემა

ახალი

დააჩქარე შენი მაღაზიის დაყენება მზა თემით, რომელიც სპეციალურად საბითუმო ვაჭრობისთვისაა შექმნილი და უკვე მოიცავს ჩვენს მოწინავე B2B ფუნქციებს.

PO ნომრები

მიიღე PO ნომრები შეკვეთებსა და გაფორმებისას, რომლებიც შემდეგ აისახება ადმინ პანელში, კლიენტის ანგარიშებსა და Orders API-ში.

თვითმომსახურებითი შესყიდვები

გაზარდე ოპერაციების მასშტაბი მყიდველების ონლაინ შესყიდვებითა და შეკვეთების თვალთვალით ანგარიშის დამოუკიდებლად მართვისთვის.

სწრაფი საბითუმო შეკვეთა

ახალი

აჩვენე მყიდველებს ყველა პროდუქტისა და ვარიანტის სია, რათა მათ მარტივად შეუკვეთონ ზომები, ფერები და სხვ. პროდუქტის გვერდებიდან ან შეკვეთის ცალკეული ფორმიდან.

გადახდის მოქნილი პარამეტრები

გაამარტივე შეკვეთის პროცესი გადახდის პირობებითა და გადასახდელი ინვოისების გაგზავნის შესაძლებლობით.

მარტივი ხელახალი შეკვეთა

წაახალისე განმეორებითი შეკვეთები იმით, რომ გაუმარტივო მყიდველებს წარსული შესყიდვების ხელახლა შეკვეთა პირდაპირ მათი კლიენტის ანგარიშიდან.

შენახული საკრედიტო ბარათები

დააჩქარე გადახდა კლიენტის საკრედიტო ბარათების უსაფრთხოდ შენახვით, რათა გამოიყენო ისინი შეკვეთის გაფორმებისას, შეკვეთის მონახაზებსა და ინვოისების გადახდისას.

PayPal გადახდები

ახალი

B2B მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ გადაიხადონ შეკვეთებისა და ინვოისებისთვის PayPal-ით, მათი გადახდების ადმინ პანელში ავტომატური ასახვით.

მორგებული ფასდაკლებები

ახალი

შესთავაზე B2B მყიდველებზე მორგებული პრომო ფასდაკლებები საბითუმო ფასებთან ერთად.

ნახე, როგორ ცვლის Shopify B2B-ს მიდგომას

Who Gives a Crap

Without having a great system behind our B2B channel, it would be much harder to work out which products and customers are working best and make the right decisions to enable more growth

რატომ Shopify?

შექმნილია საწარმოს სირთულეების გასამარტივებლად

კომერციაში 20-ზე მეტწლიანი გამოცდილების წყალობით, სწრაფად მზარდი B2B ბიზნესები ენდობიან Shopify-ს.

კორპორაციული მხარდაჭერა

გქონდეს გაშვების შესახებ ტექნიკური მოკვლევებისა და ადგილზე აქტივობების 300+ საათის იმედი.

უსაზღვრო მასშტაბირებადობა

Admin API-ის 20X სიხშირის ლიმიტის წყალობით, არასდროს მოგიწევს ზღვრის მიღწევაზე ფიქრი.

პარტნიორების ეკოსისტემა

მიიღე იდეალური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოგარჩევს ჩვენი დიდი პარტნიორი სააგენტოებისა და SI ქსელის მეშვეობით.

ინდუსტრიის ლიდერები გვანდობენ

აღიარებული
B2B კომერციის ლიდერი

Shopify დაეხმარა წამყვან ბიზნესებს წარმატების გზის პოვნაში.
Forrester-ის, IDC-ის, Gartner-ისა და G2 Crowd-ის ლოგოები

აქციე შემდეგი ნაბიჯი მნიშვნელოვნად.
ესაუბრე ექსპერტს.

არ მისცე საწარმოს სირთულეებს შენი შეფერხების საშუალება. ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბიზნესის უკეთეს შედეგებს.